დღეს 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ ლაშა ბექაური პირველად ვიხილეთ ტატამზე. ქართველი ძიუდოისტი ობერვარტის ევროპის ღია პირველობაზე წარსდგა.
ბექაური ამხელა პაუზის შემდეგ საკმაოდ წარმატებულად დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.
ლაშამ მეტოქე ვახიდ ბორჩაშვილი ძალიან დამაჯერებლად, ლამაზი გდებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დღეს ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვლადიმირ ახალკაცმა მოიპოვა -81კგ. წონით კატეგორიაში
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post