საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში თავი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.
“მეცმა” საკუთარ მოედანზე “ვალანსენს” 2:0 სძლია, მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, 86-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 89-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
“მეცი” 6 ქულით მე-5 ადგილზეა და 20 აგვისტოს გასვლაზე „ლავალს“ შეხვდება.
კომენტარები post