სულ მცირე ხნის წინ სილვერსტოუნის ტრასაზე სტარტი აიღო დიდი ბრიტანეთის გრან პრიმ, მაგრამ რბოლის სტარტმა მშვიდობიანად ვერ ჩაიარა. პირველივე წრეზე რბოლის დირექციას წითელი დროშების ჩვენება დასჭიდა.
გულშემატკივრებმა პირველივე მოსახვევში საშინელი ავარია იხილეს, “ალფა რომეოს” პილოტს, გუანიუ ჟოუს ჯორჯ რასელი დაეჯახა, ჩინელი პილოტის მანქანა ამოტრიალდა და ბარიერს საკმაოდ მძიმედ შეასკდა. ჟოუს საკაცით გაიყვანეს და ის გონზეა, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რბოლას ასევე ჯორჯ რასელი და იუკი ცუნოდაც გამოეთიშნენ, წინა მარჯვენა საბურავზე მძიმე დაზიანება მიიღო ესტებან ოკონმაც და შესაძლოა რბოლა მანაც ვერ განაგრძოს.
მომხდარი ინციდენტის გამო რბოლის გადადება არ განიხილება და ძალიან მალე რბოლა განახლდება.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post