ევრობასკეტ 2022-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში, მეორე ოვერტაიმში 88:83 დაამარცხა.
მეოთხე მეოთხედში პარკეტზე ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ერთმანეთს დუდა სანაძე და კორკმაზი დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა და თურქს სხვა ქართველი კალათბურთელებიც დაესხნენ თავს.
ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და უცნობია დაისჯება თუ არა რომელიმე ნაკრები.
კომენტარები post