რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს მოუგო, ანგარიშით 77:66.
“ჯვაროსნებმა” უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა ბოლოსკენ თამაშში დაბრუნება შეძლეს, მაინც დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
მოედანზე საუკეთესო გახლდათ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია. თოკომ 20 ქულა ჩააგდო და ამ მონაგარს კიდევ უფრო გაზრდიდა, მესამე მეოთხედში პარკეტის ნაადრევად დატოვება რომ არ დასჭირვებოდა.
30 წლის კალათბურთელის გასვლის მიზეზი მძიმე ტრავმა გახლდათ. სწრაფ შეტევაზე გაქცეული ქართველი მეტოქესთან ორთაბრძოლაში წაიქცა და მხარი დაიზიანა, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.
მოგვიანებით დადასტურდა, რომ თოკოს მხრის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია სჭირდება.
კომენტარები post