საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში ქართველი შემტევის, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა.
ზურიკო სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “ბორდოში” გადავიდა და აქამდე მხოლოდ იმიტომ ვერ თამაშობდა, რომ ვიზასთან დაკავშირებით გარკეული პრობლემების მოგვარება დროში გაიწელა.
ლიგა 2-ის მეცხრე ტურში “ბორდომ” “დიჟონს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი ზურიკომ 87-ე წუთზე გაიტანა
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post