საქართველოს საუკეთესო სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე მესამე ბრძოლა გამართა.
ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდა და მეტოქე წამებში დაამარცხა. ლევანმა მეტოქე დოჰიოსკენ დაქაჩა, შიმანოუმ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ჰატაიკომი დაფიქსირდა.
სამი დღის შემდეგ ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი აქვს, 2 მოგება და 1 მარცხი. მისი მეოთხე მეტოქე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტობიძარუ იქნება.
კომენტარები post