საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს.
შავდათუაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სთ-იდან დაიწყება.
30 წლის ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ჯერ ამერიკელ დომინიკ როდრიგესს ვაზარით, შემდეგ კი მონღოლ ოდბაიარ განბაათარს დამატებით დროში შესრულებული ლამაზი ილეთით აჯობა.
1/4-ფინალში ლაშას მეტოქე იტალიელი ფაბიო ბასილე იყო, რომელთანაც ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში მოპოვებული ვაზარით იმარჯვა. 1/2-ფინალში შავდათუაშვილი პოლონელ ადამ სტოდოლსკის შეხვდა, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.
კომენტარები post