ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს გრან პრის მესამე საჭიდაო დღე მიმდინარეობს, სადაც წინასწარი შეხვედრები დასრულდა და ფინალურ ბლოკში მონაწილე ძიუდოისტების ვინაობა გაირკვა.
დღეს გრან პრიზე სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა: ბექა ღვინიაშვილი -90კგ.; ილია სულამანიძე -100კგ.; გელა ზაალიშვილი +100კგ. სამივე ქართველი ფინალურ ბლოკშია,
გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპაიკერსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის უშანგი კოკაურს შეებრძოლება.
ფინალში გასვლა შეძლო ბექა ღვინიაშვილმა, მან ნახევარფინალში იაპონელი კენტა ნაგასავა დაამარცხა, ფინალში კი ბრაზილიელ რაფაელ მაკედოს დაუპირისპირდება.
ასევე ოქრო მედლის მოპოვების შანსი აქვს ილია სულამანიძეს. ილიამ ნახევარფინალში პოლონელი პიოტრ კუცზერა შესანიშნავი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნიდერლანდელი მაიკლ კორელის წინააღმდეგ იბრძოლებს.
კომენტარები post