ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი დამარცხებულია! ეს გურამ თუშიშვილმა მესამე ცდიდან, გორში მოახერხა.
გორის სპორტის სასახლე ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატს – ჩემპიონთა ლიგას მასპინძლობს. 2022 წლის ტურნირის 1/4-ფინალში, სადაც ქართული მებრძოლი და ფრანგული პსჟ შეხვდნენ, ერთმანეთის პირისპირ სწორედ გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი წარსდგნენ.
ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი ლეგენდარულ ფრანგს კარიერაში მესამედ (პირველად 2017 წლის შემდეგ) შეხვდა და პირველად დაამარცხა – ორთაბრძოლის ბოლო 10 წამში, კონტრილეთის შემდეგ ვაზარზე დაადგო და თავისი გუნდი ანგარიშით 3:1 დააწინაურა.
კომენტარები post