ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-10 მაეგაშირა ჰირადოუმის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.
ასეთი ტოჩი დიდი ხნის მანძილზე არ გვყავდა ნანახი: ქართველმა ორთაბრძოლა სუპერაგრესიულად დაიწყო და მავაშის აღებაც მოახერხა. თუმცა, ტავარასთან მიბჯენილმა ჰიდაროუმიმ თავი დაიცვა, ტოჩინოშინს ჩავლება გააშვებინა. ლევანმა მეტოქის დოჰიოზე წაქცევა სცადა, მაგრამ, სამწუხაროდ თვითონ დაეცა და მიმდინარე ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა.
ლევან გორგაძე კარიერის მე-100 ბაშოზე მე-11 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. ორი დღის შემდეგ ქართველს თანაბარი ბალანსი აქვს – 1:1. ხვალ, 10 იანვარს ტოჩი მე-12 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდება.
კომენტარები post