ნაგოია ბაშოზე საქართველოს საუკეთესო სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და მე-8 მაეგაშირა ნიშიკიგი იორიკირით დაამარცხა.
გუშინდელი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით დადებითი ბალანსი აღიდგინა და ახლა მას 3 მოგება და 2 მარცხი აქვს.
ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 15 ივლისს ჩაატარებს, მისი მეტოქე კი დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. ქართველი სუმოისტი 30 წლის იაპონელს კარიერაში 7-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ 1 მარცხი აქვს.
კომენტარები post