35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მორიგი მარცხი განიცადა, კიდევ უფრო ცუდი კი ისაა, რომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ჰარუ ბაშოს ნაადრევად დასრულება მოუხდეს.
ტოჩინოშინი, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ირჯება, დღეს, დასავლეთისვე მე-4 ნომერ ოშომას გაეჯიბრა და ფუმიდაშით წააგო.
ქართველ ვეტერანს 3 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და კიდევ ერთი წაგების შემთხვევაში, უარყოფით ბალანსს ვერ გადაურჩება, რაც მის კიდევ უფრო დაქვეითებას გამოიწვევს.
კომენტარები post