საქართველოს საუკეთესო სუმოისტი ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. ტოჩინოშინმა მე-12 საჭიდაო დღეს ნიშიკიფუჯის დაუპირისპირდა და მეტოქე შესანიშნავ სტილში დაამარცხა.
აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინს ამ გამარჯვების შემდეგ 7 მოგება და 5 მარცხი აქვს და დადებით ბალანსის განაღდებისთვის მხოლოდ 1 გამარჯვებაღა სჭირდება.
22 ივლისს ქართველი სეკიტორის პირისპირ დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიოშომა დადგება, რომელსაც ჩვენებური 6-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს.
კომენტარები post