ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “ატლეტიკო მადრიდს” უმასპინძლა და სამწუხაროდ, 0:1 დამარცხდა.
ქართველი გოლკიპერი 66-ე წუთამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და კარსაც მშრალად ინახავდა, 66-ე წუთზე კი ვალენსიას მცველებმა ბურთი მეტოქეს გადაულოცეს, ანტუან გრიზმანის დარტყმულს კი სოლერი გადაეღობა, ბურთმა მიმართულება იცვალა და ანგარიშიც გაიხსნა.
მამარდაშვილი მარცხის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურებოდა და რამდენიმე საკმაოდ რთული ბურთიც მოიგერია.
კომენტარები post