აგვისტოს ომიდან ზუსტად 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, რასაც ბევრი უდანაშაულო ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2008 წელს ომის პარალელურად ბეიჯინგის ოლიმპიადაც დაიწყო, სადაც ირაკლი ცირეკიძემ ქართველი გულშემატკივრების გულები გაახარა.
მან ფინალში რუს ძიუდოისტს სძლია და ოლიმპიადის ოქროს მედალს დაეუფლა.
კომენტარები post