საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური გოლით გამოირჩა. მისი გუნდი ულსან ჰიუნდაი K ლიგა 1-ის 23-ე ტურში სტუმრად ჩეჯუ იუნაიტედს დაუპირისპირდა, მატჩში ანგარიში კი სწორედ ვაკომ გახსნა.
29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თამაში სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, გატანილი გოლით კი 39-ე წუთზე გამოირჩა. ყაზაიშვილმა თანაგუნდელისგან ბურთი მეტოქის საჯარიმოს გარეთ მყოფმა, მკერდით მიიღო და შემდეგ უძლიერესი დარტყმით გაიტანა.
ჩეჯუმ ანგარიშით გათანაბრება მეორე ტაიმში მოახერხა, ვაკო კი 78-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
კომენტარები post