- 15 საათის წინ
იტვირთება
27-29 მაისს თბილისში დაშნით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა. საქართველოს ნაკრები T32-ში უნგრეთის წინააღმდეგ 20-45 დამარცხდა, თავად უნგრეთმა კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს მედლები შვეიცარიას ერგო, ვერცხლის კი - საფრანგეთს.
თბილისში დასრულებული დაშნით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის შემდეგ, ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ და პირადად სფფ-ს პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ არაერთი სამადლობელი წერილი მიიღო.
"ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამ ტურნირის მასპინძლობა დიდი წარმატებაა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ძალიან ბევრი იშრომა." - განაცხადა მოლდოველმა საერთაშორისო მსაჯმა, ოლგა კოჟოკარმა.
"საქართველოს შესწევს ძალა მსგავსი სიძლიერის ღონისძიებას უმასპინძლოს, როდესაც ჩამოვედი ვნახე, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს." - განაცხადა საფრანგეთის დელეგაციის წევრმა, ამინ ამჰარეშმა.
GeoSportNews-ი თბილისის სპორტის სასახლეს ეწვია და უცხოელი დელეგატებისგან ტურნირის შეფასება მოისმინა.
იხილეთ ვიდეო: