ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

VIDEO: უცხოელი სპორტსმენების შეფასებები - თბილისმა ფარიკაობის მსოფლიო თასს უმასპინძლა


  • 2 კვირის წინ
VIDEO: უცხოელი სპორტსმენების შეფასებები - თბილისმა ფარიკაობის მსოფლიო თასს უმასპინძლა

27-29 მაისს თბილისში დაშნით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა. საქართველოს ნაკრები T32-ში უნგრეთის წინააღმდეგ 20-45 დამარცხდა, თავად უნგრეთმა კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს მედლები შვეიცარიას ერგო, ვერცხლის კი - საფრანგეთს.

თბილისში დასრულებული დაშნით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის შემდეგ, ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ და პირადად სფფ-ს პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ არაერთი სამადლობელი წერილი მიიღო.

"ტურნირი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, შესაბამისად ყველაფერმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველები უკრაინელების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან."

"ოქროს მედლის მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდურ ასპარეზობაში კი ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ არაუშავს." - განაცხადა უკრაინელმა მოფარიკავემ, ვოლოდიმირ სტანკევიჩმა, რომელიც დაშნით ფარიკაობაში თბილისში ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ უკრაინის დელეგეციის (სპორტსმენები, მწვრთნელები, ექიმები და სხვა. 13 ადამიანი) ყველანაირი ხარჯი უზრუნველყო, რის გამოც უკრაინელები ძალიან მადლიერები დარჩნენ.

"არ მეგულება ქართველი, რომელიც უკრაინელებს სოლიდარობას არ უცხადებს, რადგან რამდენიმე წლის წინ საქართველოც მათ მსგავს მდგომარეობაში იყო." - განაცხადა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა.

GeoSportNews-ი თბილისის სპორტის სასახლეს ეწვია და უცხოელი სპორტსმენებისგან ტურნირის შეფასება მოისმინა.

იხილეთ ვიდეო:

 

ასევე დაგაინტერესებთ