“ფეჰერვარის” ქართველმა შემტევმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “ფეჰერვარის” მთავარი მწვრთნელი ბუდუს კვლავ არ ენდობა და სასტარტო თერთმეტეულში არ აყენებს, მაგრამ ზივიზვაძე სკამიდან შემოდის და მოედანს უგოლოდ მაინც არ ტოვებს.
ზივზივაძის გუნდმა უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე “ჰონვედს” 4:0 სძლია, ბუდუმ კოდრო 70-ე წუთზე შეცვალა და 83-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში ბუდუს 5 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარები post