ესპანური დიარიო AS ხელოვნური ინტელექტის კომპანია Olocip-ის მიერ გამოთვლილ სერია A-ს ვარსკვლავთა კვლასიფიკაციას გვთავაზობს. ესპანური კომპანიის ხელოვნურ ინტელექტს მიაჩნია, რომ იტალიის ჩემპიონატის MVP არა ხვიჩა კვარაცხელია, არამედ, არგენტინელი პაულო დიბალაა.
რომას ახალწვეული მართლაც შესანიშნავად თამაშობს, თუმცა ანალიტიკური საიტები და მას ახლა სერია A-ს თავში არ აყენებენ. მაგალითად, WhoScored-ის მიხედვით, საუკეთესო ჩემპიონატში სწორედ ნაპოლის ქართველი ლეგიონერია. სხვათა შორის, იმავე ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით, საშუალოდ 90 წუთში ევროპის TOP 5 ლიგებშიც დიბალაა საუკეთესო ფეხბურთელი, ის ერლინგ ჰაალანდს უსწრებს.
ხვიჩა კვარაცხელია ხელოვნური ინტელექტის რეიტინგში იტალიის ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა 8.4 ქულით.
1. პაულო დიბალა (რომა) – 9.48
2. რაფაელ ლეაო (მილანი) – 9.44
3. ნიკოლო ბარელა (ინტერი) – 9.02
4. ადემოლა ლუკმანი (ატალანტა) – 8.72
5. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 8.40
კომენტარები post