“დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ “ლელოსთან” ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩაში გადახდილი ფული ბათუმურ კლუბს არ აუღია.
“ხალხი კითხულობს – კვარაცხელიაში ამდენი ფული აიღეთ და რატომ არავინ მოიყვანეთო?!. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხვიჩაში ბათუმის “დინამომ” 10 მილიონი აიღო, ასეთ კატეგორიასთან საუბარი გამიჭირდება. მაგრამ ტრანსფერების განხორციელება გვსურს და ამაზე მწვრთნელთან ვისაუბრებ. ლეგიონერები იქნებიან, ეს გარდაუვალია, სჭირდება კლუბს…”
შეგახსენებთ, რომ კვარა “დინამო ბათუმს” რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეუერთდა, იქამდე კი ყაზანის “რუბინის” რიგებში ირიცხებოდა.
კომენტარები post