ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვიქტორია ბექჰემის 1999 წლის ინტერვიუ გაიხსენეს, რომლის დროსაც ვიქტორია გადაცემა Don’t Forget Your Toothbrush-ში ტელეწამყვან კრის ევანსთან იყო სტუმრად. ის გადაცემაში მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ მიიწვიეს და დამსწრე საზოგადოებისა და გადაცემის მაყურებლების წინ აწონვა აიძულეს.
ვიქტორიამ ამ ამბის შესახებ გააკეთა კომენტარი:
“უამრავი წლის წინ კრის ევანსთან გადაცემაში, სახელად Don’t Forget Your Toothbrush მივედი. ბრუკლინი ცოტა ხნის წინ შემეძინა და წონაში დავიკელი. ეს დედაჩემსაც დაემართა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვებითი აშლილობა მქონდა. მან სასწორზე დამაყენა და აწონვა მაიძულა. ეს საშინელებაა, წარმოიდგინეთ, ეს რომ დღეს მომხდარიყო”, – ამბობს ვიქტორია.
კომენტარები post