მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიცი “სეტანტა სპორტთან” საუბარში ნიკოლოზ ბასილაშვილს შეეხო.
“ვიცი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია. ვიცი, რომ ეს ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობაც მაქვს. წინასასეზონო მომზადებისას, ნიკოლოზი ბელგრადშიც ჩამოვიდა და ქართული ღვინო მაჩუქა. ჯერ არ გამიხსნია, მაგრამ აუცილებლად დავაგემოვნებ, ვინ იცის, იქნებ ნიკოლოზთან ერთადაც?
მისი ვიზიტის დროს, ჩვენს სამშობლოებზე, მათ მსგავსებებზე ვისაუბრეთ. საქართველოში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ აუცილებლად, აუცილებლად მსურს გეწვიოთ”, – განაცხადა სერბმა.
კომენტარები post