ჩემპიონთა ლიგაზე ქართული კლუბი ვერც წელს იასპარეზებს, ჩემპიონი “დინამო ბათუმი” “სლოვან ბრატისლავასთან” საკუთარ კედლებში ოვერტაიმის ბოლო წამებზე 1:2 დამარცხდა.
ქართველთა კარში მეორე გოლი ვლადიმირ ვაისმა კუთხურიდან, ჩახვეული დარტყმით გაიტანა. მატჩის შემდეგ ვაისმა ამ გოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის თანაგუნდელებს არ სჯერათ ასეთი გოლის განზრახვაში.
“გუნდში ნახევარს არ სჯერა, რომ ეს განზრახ გავაკეთე. დავინახე, რომ მეკარე გამოსული იყო და მოხარული ვარ, ყველაფერი რომ გამომივიდა. ბოლოს ასეთი გოლი ალბათ, ვარჯიშზე გავიტანე.
მატჩს რაც შეეხება, ვიცოდით, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე თამაში მოგვიწევდა და ჩვენი ძალების მაქსიმუმი გავიღეთ. არ მახსოვს, ბოლოს ამდენი ხანი უბურთოდ როდის ვიყავით. მომდევნო მატჩებში ხარისხი გაუმჯობესდება, მაგრამ ამ შეხვედრაში წინ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით”,– განაცხადა ვაისმა.
კომენტარები post