ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესანიშნავმა დუეტმა, მოედანზე მათმა ურთიერთგაგებამ, თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ძალისხმევასთან ერთად, “ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა.
ყველა თანხმდება, რომ ხვიჩა და ვიქტორი ნეაპოლური კლუბის მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი მოთამაშეები იყვნენ.
თუმცა სოციალურ ქსელებში იტალიის სერია A-ს მიერ “კვარას” შესახებ გამოქვეყნებულმა პოსტერებმა ვიქტორის თანამემამულეები, ნიგერიელები გაანაწყენა. სერია A-მ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა ვიქტორზე უპირატესად არის წარმოდგენილი. ერთ ფოტოზე კვარაცხელია სამეფო ტახტზე ზის ჩემპიონის თასის გვერდით, სამეფო გვირგვინს კი ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ადგამს თავზე.
კიდევ ერთ პოსტერზე კი ხვიჩა წინ მიაბიჯებს, მის უკან კი “ნაპოლის” კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოსა და ვიქტორ ოსიმენს ვხედავთ.
“ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ” – რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი
ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესანიშნავმა დუეტმა, მოედანზე მათმა ურთიერთგაგებამ, თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ძალისხმევასთან ერთად, “ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა.
ყველა თანხმდება, რომ ხვიჩა და ვიქტორი ნეაპოლური კლუბის მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი მოთამაშეები იყვნენ.
თუმცა სოციალურ ქსელებში იტალიის სერია A-ს მიერ “კვარას” შესახებ გამოქვეყნებულმა პოსტერებმა ვიქტორის თანამემამულეები, ნიგერიელები გაანაწყენა. სერია A-მ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა ვიქტორზე უპირატესად არის წარმოდგენილი. ერთ ფოტოზე კვარაცხელია სამეფო ტახტზე ზის ჩემპიონის თასის გვერდით, სამეფო გვირგვინს კი ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ადგამს თავზე.
კიდევ ერთ პოსტერზე კი ხვიჩა წინ მიაბიჯებს, მის უკან კი “ნაპოლის” კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოსა და ვიქტორ ოსიმენს ვხედავთ.
ნიგერიელებმა კვარაცხელიასა და ოსიმენის შესახებ სოციალურ ქსელში “ომი” გააჩაღეს. წერენ, რომ სერია A-ს მეფის გვირგვინი არა კვარაცხელიას, არამედ ვიქტორ ოსიმენს ეკუთვნის. მათი უმეტესობის აზრით, “ოსიმენს ჩაგრავენ რასისტული მოტივებით.”
ამ ერთგვარი კორონაციის თემას, ნიგერიის პრეზიდენტი, ბოლა აჰმედ ტინაბუც ეხმიანება. მისი პოსტი შედარებით დიპლომატიურია, თუმცა მაინც ერთგვარი გამოხმაურებაა სოციალურ ქსელში მიმდინარე დავის.
“ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ იტალიაში კიდევ ერთი კორონაცია იყო, სადაც ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ. ვიქტორმა გააგრძელა ნიგერიის საფეხბურთო ბრწყინვალების ტრადიცია ფეხბურთის გლობალურ არენაზე. ჩვენ ყველანი მისით ვამაყობთ და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერაში, რომელიც უკვე შესანიშნავია”, – წერს “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ტინაბუ.
კომენტარები post