დღეს, 13 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური მატჩი ცალსახად “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის გაიამრთება.
მიუნხენში პრესკონფერენცია “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გამართა.
“ვეთამაშებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა მიუნხენში მოსაგებად გასვლა. ბაიერნი სულ ორჯერ გვყავს დამარცხებული ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენში კი – არასდროს. ხვალ სათამაშოდ ყოველგვარი შიშის გარეშე გავალთ, ბურთის მოსაგებად ვიბრძოლებთ, ჩვენ ხომ ბარსა ვართ. ჩვენ გვესაჭიროება სწორი მიდგომა და ლიდერები.”
“ორივე ისეთი გუნდი თამაშობს დღეს, რომელსაც უყვარს ბურთის კონტროლი, პრესინგი დიდი იქნბება. ჩემი აზრით, მატჩის მოგების კარგი შანსი გვაქვს”. რობერტი ძალიან კარგ ფორმაშია, ის მშვიდი და კონცენტრირებულია. ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. რობერტისთვის ეს თამაში სპეციალურია, ამიტომაც ის კადისთან თავიდან დავასვენე, ენერგიის ნაკლებობას არ უჩივის. რაფინია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის ძალიან დინამიკურია, შეტევაშიც და დაცვაშიც სასარგებლოა. ფანტასტიკური მოთამაშეა, ხვალ მისი იმედი მექნება”, – ასე ისაუბრა ჩავიმ.
კომენტარები post