ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე რუმინეთის ქალაქ იაშიში დაწყებული ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
BCR Iasi Open-ზე მე-8 ნომრად განთესილი გორგოძე პირველ რაუნდში ფრანგ კლარა ბურელს დაუპირისპირდა. თუ ქართველს პირველი სეტის მოგება გაუჭირდა, მაგრამ მაინც იმარჯვა, მეორეში მეტოქეს ბოლო მოუღო და საბოლოო ჯამში მატჩი 7:5, 6:0 მოიგო.
ეკო პირველ სეტში 2:5-ს აგებდა, რის შემდეგაც ფრანგ ჩოგბურთელს ზედიზედ 11 გეიმი მოუგო.
კომენტარები post