ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

ზიდანი: "თუ ჩემი შვილიშვილი ბაბუას დამიძახებს, პასუხს არ გავცემ"


  • 1 კვირის წინ
ზიდანი:  "თუ ჩემი შვილიშვილი ბაბუას დამიძახებს, პასუხს არ გავცემ"

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ხუმრობით ამბობს, რომ შვილიშვილისგან "ბაბუის" დაძახება ეწყინება.

ლეგენდარული ფრანგი ბაბუა 49 წლის ასაკში გახდა,  ჟურნალისტმა ზიდანს კითხვა დაუსვა, თუ როგორ მოსწონს ბაბუობა, რაზეც ზინედინმა უპასუხა:

"მადლობა, რომ შემახსენეთ. ბაბუა ვარ, ბაბუა... ბაბუას არ დამიძახებს. არ ვუპასუხებ", - მიუგო ზიზუმ telefoot-ის ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, 23 ივნისს ზიდანი 50 წლის ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ