ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ქართველთა მხრიდან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მას საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გაუკეთა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე იყო, მაგრამ ხიჩას ცარიელ კარში გაატანინა.
მატჩის შემდეგ ამ მომენტის შესახებ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემაც გააკეთა:
“ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა, თუ გუნდს დასჭირდა, ყოველთვის პასს გავაკეთებ ასეთ მომენტში. გოლის შემდეგ ხვიჩა ჩამეხუტა და მითხრა, საჩუქარი გამიკეთე, ეს შენი გოლი იყოო.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან კარგია, რომ მოვიგეთ და პირველი ადგილი დავიბევეთ”, – განაცხადა ბუდუმ.
კომენტარები post