ფეჰერვარის სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰაშმა დაადასტურა, რომ ბუდუ ზივზივაძე კლუბს უახლოეს დღეებში დატოვებს. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს კლუბში არ ელოდებიან. ფეჰერვარის საიტი იმასაც წერს, რომ გუნდში ზივზივაძეს, კლაუდიო ბუმბას, არტიომ შაბანოვს და ევგენი მაკარენკოსაც არ ელოდებიან და ეს თვითონ ფეხბურთელებსაც შეატყობინეს.
“ზივზივაძემ დანაშაული ჩაიდინა, რაც მიუღებელია. მან კლუბი უნდა დატოვოს და შეკრებაზე არ ველოდებით”, – თქვა იუჰაშმა ფეჰერვარის გულშემატკივრებთან საჯარო შეხვედრაზე.
28 წლის ქართველ ფეხბურთელს უნგრულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მიმდინარე სეზონში მან უნგრეთის ჩემპიონატსა და კონფერენსლიგის 16 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ ოქტომბერში, უიპეშტთან შეხვედრაში მომხდარი ფაქტის გამო მთავარ გუნდს ჩამოაშორეს.
კომენტარები post