ნაპოლიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად წააგო. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მე-16 ტურში სტუმრად მილანის ინტერთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშეს.
“ბურთის ჩვეულად სწრაფად მოძრაობა ვერ შევძელით. ჩალჰანოღლუ ხშირად ლობოტკას ეთამაშებოდა, ნახევარმცველები კი მცველებს. ცხადია, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია, ზოგიერთმა ფეხბურთელმა თავის შესაძლებლობებზე ქვემოთ ითამაშა, თუმცა მათი გვარების დასახელებას არ ვაპირებ.
ნებისმიერი გზით თამაში შეიძლება, მაგრამ მოედანზე რაღაცები უფრო სწრაფად უნდა გააკეთო, უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა. ჩვენი დღევანდელი თამაში ჩვენს შესაძლებლობებზე დაბალი იყო, საუკეთესო ფორმაში უნდა დავბრუნდეთ, ვივარჯიშებთ და შემდეგ ვნახოთ, რა გამოგვივა. 5-ქულიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება, ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ვართ და მომდევნო შეხვედრას თავდაჯერებული უნდა შევხვდეთ”, – თქვა სპალეტიმ.
კომენტარები post