ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული გამოდგა. ერთ-ერთი ტრანსფერი კი ზურიკო დავითაშვილის 1 წლიანი იჯარაა (გამოსყიდვის უფლებით) ფრანგულ “ბორდოში”.
“ბორდოს” წარმომადგენელმა, ადმარ ლოპესმა girondis4ever-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
“ის ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელია, მაგრამ დღეს „ბორდოს“ წარმატებაში უნდა დაეხმაროს. ზურიკო დავითაშვილი ძალიან საინტერესო და ტექნიკური ფეხბურთელია. ის 21 წლისაა და უკვე საქართველოს ნაკრებში 18 შეხვედრა ჩაატარა. მას უკვე აქვს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება უმაღლეს დონეზე. ზურიკოს ძალიან კარგი კლუბები იწვევდნენ, მაგრამ უჩვეულო არჩევანი გააკეთა და „ბორდოს“ შემოუერთდა. ასეთია სატრანსფერო „ფანჯრის“ სიხარული… ეს არის შესაძლებლობა, რომელიც გამოჩნდა და გუნდმა ეს შანსი გამოიყენა. მე ვფიქრობ, რომ “ბორდომ”ამ სატრანსფერო ფანჯარაში ყველაზე მეტად სწორედ ამ გარიგებით იხეირა”, – განაცხადა ადმარ ლოპესმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს შეძენით ფრანგული “ლორიანიც” ინტერესდებოდა.
კომენტარები post